შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მედიაში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მედიაში

   „იუნისეფი-საქართველოს“ მხარდაჭერით ორგანიზაციამ „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ 2013 წლის მაისი-ნოემბრის პერიოდში განახორციელა პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მედიაში“. ვინაიდან მედია დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებაზე, შშმ პირთა მიმართ უმართებულოდ გამოყენებული ტერმინოლოგია ან მათთან დაკავშირებული საკითხების არასათანადო გაშუქება შშმ პირთა მიმართ დამოკიდებულებებს და პრობლემებს უფრო ამწვავებს. ბავშვები და მოზარდები კი მედიაგაშუქების შემთხვევაში ყველაზე მგრძნობიარე ჯგუფს წარმოადგენენ. პროექტი მიზნად ისახავდა მედიაში დამკვიდრებული ეთიკური სტანდარტების გაუმჯობესებას, მედიის მიერ გავრცელებული სტერეოტიპებისა და სტიგმების აღმოფხვრას, მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისათვის შშმ პირებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და სოციალური მოდელის შესახებ არსებული პერსპექტივების გაცნობას.

 

   პროექტის ფარგლებში ტრენინგ-სემინარები ბათუმში, სიღნაღსა და ლოპოტაში ჩაუტარდა 24 მედია-საშუალების 40-მდე წარმომადგენელსა და სტუდენტს. პროექტის შედეგად ჩამოყალიბდა ჟურნალისტთა ქსელი, რომელიც იმუშავებს შშმ პირთა საკითხებზე. ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან და გაიმართა ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი. პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 27,921 ლარს.