შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში

მოძრაობამ „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ 2018 წელს პროექტის: "ადვოკატირება საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ინკლუზიური ჯანდაცვის და აბილიტაცია-რეაბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობა" ფარგლებში  მოამზადა კვლევა, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას საქართველოში.

კვლევაში წარმოდგენილია ჯანდაცვის ობიექტებში ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის მხრივ არსებული პრობლემები, სტატისტიკა, გენდერული ფაქტორით გამოწვეული დამატებითი წინაღობები და რეკომენდაციები პასუხისმგებელი ორგანოებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სერვისების მიღებისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დღემდე აწყდებიან უამრავ ბარიერს,  შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ გათვალისწინებულა კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები და არ მომხდარა პრობლემაზე ჯეროვანი რეაგირება.  

იხილეთ კვლევა:

 http://dpo.ge/laravel-filemanager/photos