ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის

ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის


2017-2018 წლებში ორგანიზაციაა განახორციელა პროექტი ინკლუზიური ჯანდაცვისა და ქვეყანაში რეაბილიტაცია-აბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ. პროექტი გულისხმობდა ჯანდაცვის სფეროში შშმ პირებისათვის არსებული ბარიერების კვლევას ექსპერტების მიერ, რომლებმაც მოამზადებეს რეკომენდაციები მათი დაძლევის მიზნით. შშმ პირებს ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა ყველაზე ხშირად უწევთ, მაგრამ ისინი აწყდებიან უამრავ პრობლემას, რომელიც უკავშირდება როგორც დაწესებულებების ფიზიკურ მისაწვდომობას, ასევე მედიკოსთა კვალიფიკაციური მიდგომის ნაკლებობას. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა შშმ ქალთა გადასამზადებელი ტრენინგები და მოხდა შშმ ქალთა ორგანიზაციის ოფიციალური რეგისტრაცია. განხორციელდა სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის მონიტორინგი სპეციალურად მომზადებული ჯგუფების მიერ.

 

ადვოკატირებისა და საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადდა და მედიაში გავრცელდა გენდერული პოლიტიკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ სტატიები. პროექტის ბოლოს შშმ პირები მოაწყობენ საჯარო დებატები და გაიმართება შემაჯამებელი ფორუმი.

პროექტის მხარდამჭერი გახლდათ ღია საზოგადოების ფონდი.