x
ნიკა ასვანუა
დამფუძნებელი

ნიკა ასვანუა

ნიკა ასვანუა

საჯარო მმართველობის დოქტორი, ასოცირებული-პროფესორი

დაიბადა 1988 წლის 25 თებერვალს.

2010 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი.

2010-2012 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.

2022 წელს დაიცვა დისერტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ნიკა ასვანუას აქვს სპეციალობით მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება, ხოლო აქედან საჯარო სამსახურში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება.

მას ასევე აქვს პედაგოგიური საქმიანობის 12 წლიანი გამოცდილება, რა დროსაც კითხულობს ადმინისტრაციული სამართლისა და საჯარო მმართველობის სხვადასხვა კურსებს.

გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო სტატია სამართლის აქტუალურ საკითხებზე და არის,  წიგნების: საქართველოს ადმინისტრაციული სამართალის ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებულის, კაზუსის ამოხსნის მაგალითები ადმინისტრაციულ სამართალში, კაზუსების ამოხსნის მეთოდიკა ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების თანაავტორი/ავტორი. ასევე არის არაერთი სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი.

ნიკა ასვანუა არის საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაციის დამფუძნებელი, გამგეობის წევრი.