თქვენი ორგანიზაციისთვის ვუზრუნველყოფთ მომსახურების ყველა კომპონენტს: პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუდიტიდან თანამშრომლების ტრენინგებამდე.
სერტიფიცირებული მონაცემთა დაცვის ოფიცერი შეასრულებს DPO-ს ფუნქციებს თქვენი ორგანიზაციისთვის.
მონაცემთა დამუშავების პროცესების შესწავლა, დოკუმენტების ექსპერტიზა, ინფრასტრუქტურის, ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლა, კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება და დანერგვაში მხარდაჭერა.
თქვენს საქმიანობაზე მორგებული პოლიტიკების, პროტოკოლების, გაიდლაინების, ინსტრუქციების, წესების, სხვადასხვა დოკუმენტების ფორმების მომზადება და განახლება.
მონაცემთა დაცვის საკითხებზე თანამშრომლებისთვის განგრძობადად ცნობიერების ამაღლება და სიახლეების გაცნობა.
ინციდენტის გამოვლენა, შეფასება, აღრიცხვა, ზიანის მინიმიზაცია, დაინტერესებულ პირებთან და საზედამხედველო ორგანოსთან ურთიერთობა.
ორგანიზაციის სახელით სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობა, მისი დავალებების შესრულება და კოორდინაცია.
ჩვენ ვიღებთ ფინანსურ პასუხისმგებლობას გაწეულ მომსახურებაზე - თქვენი ინტერესები დაცულია არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო გარანტიით.
შპს „მონაცემთა დაცვის ოფიცერი“ კერძო და საჯარო ორგანიზაციებს პერსონალური მონაცემების კანონიერად და უსაფრთხოდ დამუშავებაში ეხმარება.
მომსახურება მოიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციის შესრულებას, მონაცემთა დამუშავების პროცესების აუდიტსა და რისკების შეფასებას, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და რეკომენდაციების დანერგვაში მხარდაჭერას.
სერტიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების გუნდი პარტნიორ ორგანიზაციებს უწყვეტ კონსულტირებას, შესაბამისობის მონიტორინგსა და თანამშრომლების ტრენინგებს სთავაზობს. ჩვენი მიზანია, ორგანიზაციაში ჩამოყალიბდეს მონაცემთა დაცვის გამართული სისტემა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და პრაქტიკაში ეფექტიანად მუშაობს.
გვენდობიან ორგანიზაციები ყველა სექტორიდან.
პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) მომსახურების შესახებ.
პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია ადამიანის პირდაპირ ან ირიბად იდენტიფიცირება.
მაგალითად: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, ფოტო, ვიდეოჩანაწერი, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, საბანკო მონაცემები, სამუშაო ადგილი და ინტერნეტაქტივობის შესახებ ინფორმაცია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა ან განსაზღვრა სავალდებულოა:
ასევე ორგანიზაციისთვის, რომელიც:
სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგად მიიჩნევა, მათ შორის:
სხვა საქმიანობის შეფასებისას გათვალისწინებულია, რამდენად ხშირად და ხანგრძლივად მიმდინარეობს მონიტორინგი, რამდენ ადამიანს მოიცავს, რა მოცულობისა და სახეობის მონაცემები მუშავდება და რამდენად ფართოა მისი გეოგრაფიული დაფარვა.
ჩვეულებრივი ვიდეომონიტორინგი, რომელიც მხოლოდ ოფისის, სამუშაო ადგილის ან დამხმარე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას ემსახურება, ამ მიზნით სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგად არ მიიჩნევა. გამონაკლისია „ჭკვიანი კამერების“ გამოყენება, როდესაც სისტემა ადამიანებს ან მათ ქცევას ავტომატურად აანალიზებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ორგანიზაციას ეხმარება პერსონალური მონაცემების კანონიერად და უსაფრთხოდ დამუშავებაში. მისი ძირითადი ფუნქციებია:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ორგანიზაციას ეხმარება პრობლემების წინასწარ აღმოჩენასა და დარღვევების თავიდან აცილებაში.
არა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს კომპანიამ, რომელიც მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე გასწევს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს უნდა ჰქონდეს სათანადო პროფესიული ცოდნა, უნდა მუშაობდეს დამოუკიდებლად და არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი. ორგანიზაციამ იგი მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დროულად უნდა ჩართოს და მუშაობისთვის საჭირო რესურსები გამოუყოს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნიდან ან შეცვლიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ორგანიზაციამ მისი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა აცნობოს. ეს ინფორმაცია ასევე უნდა გამოქვეყნდეს ორგანიზაციის ვებგვერდზე ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით.
თუ ორგანიზაციას კანონით ეკისრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება და იგი ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, მას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
კანონით ერთი საერთო ჯარიმა არ არის განსაზღვრული. პასუხისმგებლობა დამოკიდებულია დარღვევის სახეზე, სიმძიმეზე, ორგანიზაციის წლიურ ბრუნვასა და დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობაზე.
კანონი ითვალისწინებს როგორც გაფრთხილებას, ისე სხვადასხვა ოდენობის ჯარიმას. ცალკეული დარღვევისთვის ჯარიმა შეიძლება 10 000 ლარამდეც იყოს.
თუ ერთი წარმოების ფარგლებში რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა, ჯარიმების საერთო ოდენობამ შეიძლება შეადგინოს:
ჯარიმის გარდა, ორგანიზაციას ეკისრება დარღვევის გამოსწორების ვალდებულება, მონაცემთა დამუშავების დროებით ან სრულად შეწყვეტა, მონაცემების დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია და სხვა.
არა. თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების მხოლოდ ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველია.
მონაცემები შეიძლება დამუშავდეს ხელშეკრულების შესასრულებლად, კანონით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წინასწარ უნდა განისაზღვროს, რა მიზნით მუშავდება მონაცემები და რომელი სამართლებრივი საფუძველი შეესაბამება ამ მიზანს. თანხმობის ფორმალურად მიღება უკანონო ან მიზანთან შეუსაბამო მონაცემთა დამუშავებას კანონიერად ვერ აქცევს.
ადამიანს უფლება აქვს:
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ასეთი მოთხოვნების დროულად მიღების, განხილვისა და მათზე პასუხის გაცემის გამართული პროცედურა.
სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ორგანიზაციების გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.
შპს „მონაცემთა დაცვის ოფიცერი“ ორგანიზაციებს სთავაზობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სრულ მომსახურებას, მათ შორის:
დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი უპასუხებს ნებისმიერ შეკითხვას პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.
დაგვიკავშირდითმოგვმართეთ ნებისმიერ დროს - სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას.